მზეო...


ხშირად გეძახი, მზეო
და შენგან ვისმენ დუმილს,
იქნებ ამ ღამით ერთხელ, 
კვლავ დამაფიცო ჩემს ბედს.

და ჩამაქსოვო ღამით
შენ შენი სხივის მზერა,
მე - აყვავებულს მაშინ
როგორ მითმენდი ნეტავ.

საცაა გასკდეს გული
და ამოხეთქოს სევდამ
მერე წაიღოს სული
და გამაყოლოს ელვას.

მე რომ დავკარგო გონი
ეს მე მაშინებს, მზეო,
მზეო, შენ ცხრავე სხივის
შენ ცისოდენა მზეო!

დღისით გამითბე მთვარე,
რომ მიპატრონოს ღამით, 
თორემ წამცდება ცრემლი
და გავფრინდები, მალე.

გთხოვ, მიპატრონოს მთვარემ,
გთხოვ, ნუ წაიყვან, მზეო,
მე მისით მინდა ვქროდე
მისით დავქროდე, მზეო.

მზეო, შენ ცხრავე სხივის
შენ ცისოდენა მზეო!
ნუ მიმატივებ ღამით
დღე კი მინათე, მზეო.

თუ გაგიტეხო ძილი,
მაშინ დამტოვე მზეო,
ნუ მიმატოვებ ღამით
მე გავფრინდები, მზეო!

14.08.2026
23:08
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი