შავი თავშალი


გადაეკვრება ბინდი ამ თვალებს
და ჩამოწვება სოფელში ნისლი,
მერე ძაძები აფრიალდება
და დაეცემა კაბაზე ცრემლი,

თავში წაიშენს მხურვალედ ქალი
და ატირდება, თუმცა რა გინდა?
დარია ჩვენი მიწაზე ყოფნა;
აი, წასვლა კი - ეს ავდარია.

მიდიხარ, მიგაქვს ვიღაცის შვილი,
ვიღაცის მამა, რიღასთვის ტირის
ცრემლით გავსებულ სახეს და თვალებს
გადაათეთრებს შავი თავშალი.

გადალურჯდება წითელი ტუჩი,
წყალი ჩადგება ანთებულ თვალში,
თეთრი ძარღვები თმაში გაივლის,
მოიჭმუჭნება უნაკლო სახეც.

და ფერად კაბას შეცვლის ავდარი,
გრძელი კაბა და თავზე თავშალი,
მაღალი ქუსლი შავი სადგამით,
გულზე ჯვარი და გულშიც თავშალი.

და მიადგება ჯვრიანი ტაძარს,
მაშინ იწამებს ღმერთის ამ განცდას
და ღვთისმშობელის მოკლული შვილის,
ის დაადგება უმკაცრეს ზღაპარს.

მერე აღავლებს კაცისთვის ლოცვას
და შესაწირად გაიღებს ხარკსაც,
დაეყუდება კუთხეში წყნარად,
აქვითინდება მოიხვევს თავშალს.

და გაიხსენებს როგორი იყო,
მისი თვალები მოკლულთკაცისა,
ის გაიხსენებს ბრიალა თვალებს,
გულში ჩაღვრილი ნაპერწკალისა.

ის გაიხსენებს თქრიალა ძარღვებს,
ყივანა სისხლით ქვეყნის კაცისა,
გული მოკვდება, რომ ვეღარ შეცვლის
და ვერ გასტაცებს სიკვდილს ხელიდან.

აღსარებას სთხოვს წვერიან მოღუცს
და ღვთის განგენით მორწმუნე მამას,
და ხელებს ნელა აამოძრავებს
ცერებს კი ტუჩთან მიიტანს მორცხვად.

ხელში უჭირავს შავი ნაჭერი
ცრემლით მორთული და ზოგგან მშრალი
ის ხმის კანკალით იწყებს საუბარს
უწყლიანდება ძაძიანს თვალი.

თავში წაიშენს და ატირდება:
-ვაიმე, შვილო, შენ განწირულო,
როგორ გაგისვეს ყელზე ხანჯალი,
როგორ წამტაცეს ჩემი იმედი,
როგორ მომასხეს შავი თავშალი?!

რთულია სმენა და დარიგება
ცრემლი ადგება ცვერიან მოხუცს
და თავზე ადებს ცოდვებით მძიმე
და ოლარს ფრთხილად აამოძრავებს.

მამაო ეტყვის შენდობის ლოცვას,
თუმცა რომელი ცოდვა მან უთხრა-
ცოდვა ჭაბუკის მომლულთკაცისა?
თუ ცრემლის - უხმოდ მიწასე მგდომსა?

და პირჯვას უხმოდ იწერავს ქალი,
მან დაინახა თეთრი ზღაპარი,
მან დაინახა საკმევლის კვამლი
და შეიმეცნა უფლის ეს ჯვარი.

დიდება, ღმერთო, შენი ნებისა!
დიდება დედის მას ღვთისმშობლისა
მან კიდევ ჟამთა უდიდეს წინათ
ტანზე ჩაიცვა შავი საფარი.

შენია ღმერთო, რაც შენგან მოვალს
შენია ღმერთო ყოველი კაცი
შენია ღმერთო ცოცხალიც, მკვდარიც!
შენია ღმერთო შვილმკვდარი ქალიც!

10:39
17.08.2026
თეგაძე გელა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი