სულის ნათლია
არსად წახვიდე, შენით ვარსებობ და შენ ხარ ჩემი სულის ნათლია, საზღვარს გადავცდი და შეგიყვარე და ეს სამყარომ არ მაპატია. დაირეკება მწვერვალზე ზარი და სული ჩემგან გაიტყორცნება, ელვის სისწრაფით ღრუბლებს გადაყრის და სამუდამოდ ცაში დარჩება. მე შენი ტრფობით კვალ ვივლი ქვემოთ, დავემიწები მიწაზე წყნარად და სამყაროში არსებულ გრძნობებს მე დავიტოვებ მყარად და მარად! ვერ წაიკითხავ ამ ლექსის სტროფებს, ვერვინ გაიგებს ამ ზღაპრის თავსართს, ვინ შევიყვარე და ვის ვუყვარდი, დარჩება კვლავაც უსიტყვო ამბად. ახლა კი გეტყვი სად უნდა მპოვო, სადაა ჩემი სულის პარტია; ოთახში, გვერდით, წიგნების ქვემოთ - იქაა ჩემი ლექსთა ჰანგია. წლები რომ გავა შევხვდებით, ალბათ და თავის დახრით შევთხოვ შენდობას - შენით ტკივილმა კარი გამიღო და ჩემთან ერთად ღამე ათია... 19:53 17.08.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი