არსი
ჩემი სიცოცხლე უკვდავებით გამოგონი, ეს სიმღერაა, ეს ხომ ცრემლთა ნიაღვარია და თვით გაზაფხულს ხელის ხელში გამოჭერილი მარტი უჭირავს, ის ხომ ზამთრის კალთის მცველია. ჩემი სიცოცხლე უკვდავებით შთაგონებული, ეს ხომ ტანჯვაა, ეს ხომ მუდამ ბრძოლის ველია და თვით სიკვდილი ამ სიცოცხლით დამარცხებული, ისიც ტანჯვაა, უსხეულო მკვდართა ხვედრია. ჩემი სიცოცხლე უკვდავების შეყვარებული, ეს ხომ გრძნობაა, ეს ხომ არსის დასაბამია და თვით ტკივილი სიყვარულის გამოგონილი, ეს საწყისია, ეს აწმყო და მომავალია. 21:49 18.08.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი