გზააბნეულის ნეტარება
მთვარეს მკლავზე ვიწვენ, მორცხვად ვეფერები, მერე ტანს ვუკოცნი, ღამით ვემღერები, თეთრ თმას ვუვარცხნი და ერთად ვევლინები, და მზის ნაჩუქარი სხივით კვლავაც ვთბები. ჰიმნად მიქცევია მიჯნურთ სიმარტოვე, საგზლად გამიხდია ვარდის სურნელება, გული გამიღია მე გზააბნეულის, შენთვის მიჩუქნია ცხრავე ნეტარება. სული გამიცია შენი სიცილისთვის, ჩემი ღიმილი კი ფასად გამიღია, ბაგე ნაღვლიანი სანთლად ამინთია, ჩემი სიმარტოვე ნათლად მიმიღია. აი, სიხალისე დიდხანს მიძებნია, თუმცა ვერსად ვნახე უწინ დამკარგვია მაგრამ არც მახსოვდა ოდეს თუ მქონია და თუ მექნებიდა, შენთვის მომიცია. ასე ღატაკიძის ვინღას უსმენია, ხოდა, დამესიზმრა როგორ უმღერია, და თვალაღებული შავი მოსასხამის, მადლი ზედ მცვიოდა, ესეც მიხარია. ღამით უღრან ტყეში მარტოც მირბენია, და გთხოვ, აღარ მკითხო იქ რა მიძებნია, ღამით, სიბნელეში, ნათელს გავეკიდე მე მას მივდევდი და ის მე მშორდებოდა. მწარე სინანული გულში გამჩენია, ჩემი შეცოდება მიღიარებია, მე ჩემს ფრინველებად გედი მირჩევია თუმცა თეთრი არა, შავი მირჩევნია. 01:24 24.08.2026 თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი