გატუნია
გალაკტიონი მეფეა ლექსის, მისი გულისთქმა მე მუდამ მესმის,ფიქრია თვისი იდუმალებით შემოსილი, ძნელია მისთვის თავისუფლება სიტყვის,მრავალი მტერია გალაკტიონის ვინც ვერ გაიგო ცხოვრება მისი, თუ რას ლამობდა გულს რით ალღობდა, მაგრამ ის მუდამ ლაღობდა, უხილავია გალაკტიონი ვით ქროლვა ქარის, ეს ყოველივე მსგავსია გარინდებული ქნარის, ის აღვიძებდა რითმებს უსაზღვროდ და გადმოგვცემდა ლექსებს უნაკლოდ, გულს უხარებდა მკითხველს, მიწიერ მნახველს, ის იმაღლებდა საკუთარ სახელს და თვის წინ ინთებდა საუკუნო სანთელს. გალაკტიონი საწყისია ლექსის ვით რწმენა არის მთავარი ღმერთის, თავისი თავი მიუძღვნა ლექსს და პოეზიის სიყვარული აჩვენა ერს, ძნელია ცხოვრება მის მსგავსად რადგან გრძნობები არ არის მარად. გალაკტიონი ეტრფოდა პოეზიას გულით,სულით და ხორცით, სხეულში ჰქონდა დუღილი გრძნობის, სიყვარულია თვით გალაკტიონი ლექსის.გალაკტიონი მეფეა ლექსის, მისი გულისთქმა მე მუდამ მესმის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი