წითელი პარასკევი
მუხლებ მოდრეკილი გეწვიე უფალო,
დღეს პარასკევის მწარე ღამეა ,
შენს წამებაზე მტკივნეული განა რამეა?
ჩვენი ცოდვები მხრებზე დაგიდია,
ჯვარი გოლგოთამდე ხელით წაგიღია,
მოკვდავებს კი სანთელიც ვერ აგვიღია ,
მხოლოდ მაშინ გასაჭირის თუ დაგვინთია..
შენს სხეულს სისხლი წვეთებად სდენია ,
ალბათ ჭრილობა, იმედ გაცრუების გულსაც სტკენია.
თავზე დაუდგამთ გვირგვინი ეკლიანი ,
შენ შემოგტირის აგერ ინვალიდიც ,,ეტლიანი"..
მცხვენია უფალო , მე ადამიანს ,
იმ ხალხის გამო ვისაც არ სწამხართ ,
ვინც მოგიწოდებენ ,,უფალს არ გავხართ"
შენი მწუხარება ბევრმა ვერ გაიგო ,
მათხოვრისათვის პურიც ვერ გაიღო,
ათეისტსა და თეისტებს შორის კავშირიც გაიყო,
ეშმაკმა მათში რწმენის განდევნა
დაიწყო,
გულმა უფალო ამხელა ცოდვა დაიდო ,
ასეთებს შეუნდე, შეუნდე რა იყო,.
იუდამ ვერცხლეზე დაუფიქრებლად გაგყიდა,
ადამიანში იესო , ცოდვები ძალიან გახშირდა...
სირცხვილისაგან ცაშიც ვერ ამიხედია,
შიშისგან ღმერთო გარეთაც ვერ გამიხედია..
ცოდვებმა ჩემში თავი მოიყარა ,
სხეულმაც ეშმაკი ბევრჯელ მოიკარა ,
ჩემმა ხელებმა ხილიც კი მოიპარა....
გთხოვ შეგვინდე ამ მწარე დღისთვის ,
არ თქვა რატომ ვეწამე, რისთვის ,
შენ ჩვენთვის ეწამე და არა სხვისთვის !!!..(ათეისტებისთვის )
თ. მ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი