ჩემო დედამიწავ!
ეს რა დაგმართნია ჩემო დედამიწავ , ხელისგულივით შუაზე გადაშლილხარ , ავი სულისგან უკვე ვეღარ გიცავ , ძალიან მედარდები ჩემო დედამიწავ ! ზეცას და ქვესკნელს შორის ხაზი გაჭიმულა , მზისგან გამთბარი ფსკერიც გაყინულა, სიკეთის ნაპერწკალი წამებში დაძირულა , სული მოელვარე აალებულ ცეცხლში ჩაძირულა... ლოცვით ცოცხლობენ ჩვენთვის ბერები , ტაძარში გაისმის მგალობლის ბგერები.. სანთელი გაშავებულ გულებს ანათებს , მათხოვარს გამხმარი პურიც ანაყრებს ... ზოგს ეს ცხოვრება არაფრად ანაღვლებს , თავის სიძუნწით ჯოჯოხეთს განაგებს.. კაცი რად იშვა ამ ქვეყნად ნეტავ, ადამიანო ეს ვინ ყოფილხარ რამდენსა ბედავ განწმენდილ ცოდვებს სისხლითა ღებავ?!.. ღვთისგან მორგებული სამყარო დანგრეულა , სიკეთისა და ბოროტების ხიდი ჩანგრეულა, თვალები შენი ადამიანო სიხარბით ამღვრეულა , გარშემო ყველაფერი ცოცხლად დამტვრეულა.... ღმერთს რა პასუხს გავცემთ იმ ქვეყნად შვილები , განა ტყუილად იბრძვიან , გმირები?! წინ გაიხედე უდარდელო ადამიანო, ცოდვისგან განიწმინდე არ დააგვიანოო..... თ.მ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი