მხოლოდ შენ
გულს მოეფინნენ გძნობები ბალიშებად, სიმშვიდემ სიგიჟე გამომიგზავნა ამის და მანიშნებლად . თვალებსაც შესცვლიათ სამყაროს ფერი , ამ სიყვარულს გამოუჩნდა უამრავი მტერი, მაგრამ მოდი , მოდი ჩამკიდე ხელი . ,,გონებას "გზა-კვალი უდროოდ აერია , შენზე ფიქრში , თმებს ჭაღარა გაერია, ,,გული" გონებას უმოწყალოდ დაერია; ,,მონატრება" ამათ ჩხუბში დაუნდობლად ჩაერია.. მაგიჟებს შენი ჩუმი ღიმილი, გახსოვს ყვავილები რომ მაჩუქე გვირილის... თუ მკითხო ლექსის მიზეზი , ეს შენ ხარ , სიტყვები მხოლოდ შენ მიგეძღვნის ! ჩემო შავთვალებავ, შავო არწივო , არსად გამოქროლდე , ჩემთან დაიბუდე, შენდამ სიყვარულში , მწვავედ დავიბუგე.. ჰოი როგორ მსურდა შენი ჩახუტება , შენგან სიშორე უჩვეულოდ მაწუხებდა ... ღიმილი ეგ შენი ჩუმად მომჩვევია, თავს შენზე ფიქრები უხმოდ მომხვევია ... მხოლოდ შენშია წამები ბედნიერების. მხოლოდ შენით მწამს ამ ქვეყნიერების ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი