-------


რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა ,
მენატრება შენი ხელების ხვევენა..
იცი გულმა საყვედურით გამავსო,
სული მონატრებით რატომ დაგაქვსო..
თურმე სიყვარულს ასე სცოდნია,
ზოგჯერ სიხარულს სევდა სჯობნია...
გზა არევია გონებას უმწეოს,
მთვარემ არ იცის მზეს რა უმღეროს ..
სხეულში მოჰკივის გძნობების ფარა
გონება გაიძახის დავიღალე კმარა!
თვალებში სამყარო ფერებად ისახება ,
ზემოთ ღრუბლები წვიმისას იფანტება...
ფიქრმა ოცნებას წაუკითხა პოეზია,
ბუნება ამ ცხოვრების  უჩვეულო პოეტია..
ელვა ცისარტყელის ფერებში ელავს ,
ზღვა უხერხულად ლურჯადა ღელავს...
ფურცელზე უამრავი ნაწერი დავტიე  ,
შენდამი სიყვარული ზეცაში ავწიე...
მელანი დავღალე, უეცრად დავცალე,
შენი თვალები სხვაში ვერ გავცვალე .....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი