ბედზე ჩივილი
ნუ დაიწყებ ბედზე ჩივილს , იღბალის გმობას,
წუთის სოფელი ძაღლმადურად თითქოს რომ გაგაქვს,
სანამ ყოყმანობ, - ,,აბა, მე რა მაქვს”?…
შესაძლოა, ვიღაც წვიმაში ქექავდეს ნაგავს.
როცა დასწყევლი გაჩენის დღეს,
ბედისგან გამწყრალს,
სანამ იგლოვებ შავ-თეთრთა გამას
და მზერას მიაპყრობ ცრემლებით ვარსკვლავს,
დაფიქრებულხარ? ,,პეტრეს” ფეხიც კი არ აქვს?!
ვიღაც, ტაძართან ლუკმა-პურს ითხოვს,
სადღაც ნატრობენ შენს იღბალს ამ წამს
და რა ქნას ხელებმა, დეკემბერს ითოვს!
შენ კი ჩივილით, ,,აბა, მე რა მაქვს”?!…
იცოდე! ვიღაც დაიბადა უთვალისჩინო,
ვისაც სწადია, თუნდ , მკრთალი გამა…
შენ კი ფიქრობ, რომ შენს ბედს უჩივლო
და უფლის ტახტთან მოაწყო დრამა?!…
(2023)თ.მ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
❤️❤️❤️❤️