ჩემო დედამიწავ!
ეს რა დაგმართნია ჩემო დედამიწავ ,
ხელისგულივით შუაზე გადაშლილხარ ,
ავი სულისგან უკვე ვეღარ გიცავ ,
ძალიან მედარდები ჩემო დედამიწავ !
ზეცას და ქვესკნელს შორის ხაზი გაჭიმულა ,
მზისგან გამთბარი ფსკერიც გაყინულა,
სიკეთის ნაპერწკალი წამებში დაძირულა,
სული მოელვარე აალებულ ცეცხლში ჩაძირულა...
ლოცვით ცოცხლობენ ჩვენთვის ბერები ,
ტაძარში გაისმის მგალობლის ბგერები..
სანთელი გაშავებულ გულებს ანათებს ,
მათხოვარს გამხმარი პურიც ანაყრებს ...
ზოგს ეს ცხოვრება არაფრად ანაღვლებს ,
თავის სიძუნწით ჯოჯოხეთს განაგებს..
კაცი რად იშვა ამ ქვეყნად ნეტავ?
ადამიანო ეს ვინ ყოფილხარ რამდენსა ბედავ!
განწმენდილ ცოდვებს სისხლითა ღებავ?!..
ღვთისგან მორგებული სამყარო დანგრეულა ,
სიკეთისა და ბოროტების ხიდი ჩანგრეულა,
თვალები შენი ადამიანო სიხარბით ამღვრეულა ,
გარშემო ყველაფერი ცოცხლად დამტვრეულა....
ღმერთს რა პასუხს გავცემთ იმ ქვეყნად შვილები ,
განა ტყუილად იბრძვიან , გმირები?!
წინ გაიხედე უდარდელო ადამიანო,
ცოდვისგან განიწმინდე არ დააგვიანოო.....
teklusha
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი