აფხაზეთო
ისე მედარდები დარდმა დამაჩოქა, ენგურს გამოვყვები ნაპირს ნაღმიანებს, ვენებ გადახსნილო ჩემო აფხაზეთო, აქეთ ვერ ვგებულობთ,მაგ შენს ნაღრიალებს. ხელებ მოკვეთილო ჩემო საქართველო, შენგან ჩამონადენ სისხლში მშვიდად გვძინავს, თავზე ხელს გვისვამენ, მე და ჩემ თაობას, ასე კარგიაო, სისხლი როცა ბრწყინავს. ყელი გამოვჭერით ჩვენში ყველა მართალს, მცდარი ერთგულებით,მტრები გავაღმერთეთ, ახლა ხელიც არ გვაქვს თავში დავიშინოთ, ღმერთო დიდებულო ეს რა გავაკეთეთ! მაგრამ დაცემამდე ვიღაც მუდამ ჩნდება, თითო ოროლათი დღემდე მოგიყვანეთ, შენგან გადმოფრენილ ჩიტსაც ვეფერები, აფხაზ ჩიტებს ხეზე თავი მოგიყარეთ. ჩვენგან გამოფრენილ ჩიტებს მაქ დაუხვდი, ამ ჩვენს იმედებს და ფიქრებს თვალგიშერებს, შენც ამ ღვთისნიერი მიწის ნაწილი ხარ, სანამ ერთი ჩიტიც ბუდეს მანდიშენებს. თემო ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი