მეუღლეს


* * * Tinia Zhvania 
იცი, საიდან დავიწყე ახალა?!
სულ თავიდან და მოვხვეტე ფიქრი,
ვითვლი წამებად ხეებზე თითოდ,
ბედნიერ დღეებს ფოთლებად ვითვლი.

ხოდა არ მყოფნის ჩემში ადგილი,
ცოტა რამ შენშიც დავაბინავო,
რომ მერე მითხრა, მოხუცს და მართალს :
ეს რა გრძნობები გაგიღიაო?!

ჩვენი ხელები შეჩვეულია,
ჩაჭიდებას და წვიმიან ქარებს,
ელვისას სიცილს, ქუხილში კოცნას,
გადაუპრანჭავ და შეშლილ წამებს.

ჩვენ რომ ქარბუქებს გამოვექეცით...
რა უნდა გვიქნას ახლა ნიავმა?!
მე ახლა მინდა, რომ აგიტაცო,
თავბრუ დამხვიოს შენმა ტრიალმა.

               
                                         თემო ადეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი