უუფლებობა თავისუფლების


* * *
ამდენი მონა, ამდენი ბრიყვი,
და ამოდენა თვითკაყოფილი,
ამდენი ჩვენგან წასული კაცი,
ამდენ ცოცხალში უკვე ყოფილი. 

კმაყოფილებაც რომ მონობაა,
დავიწყებია ადამის მოდგმას,
ალბათ ისავართ რაც უნდა ვიყოთ,
რაც სისხლში გვაქვს და ოდიდგან მოგვდგამს. 

მე ვერ მივაწერ ამას განგებას,
ან რომ უბრალოდ, მხოლოდ ბედია,
თავისუფლება სულ უნდა ძერწო,
კმაყოფილება მონათ ხვედრია. 

                                      თემო ადეიშვილ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი