ქარის ალერსი
* * * წარმოიდგინე, ამ ქარმა ახლა, დღეს რამოდენა გზები იარა, შემოგეხვია ვიღაცის ნაცვლად, სულ მთლად დაგკოცნა და გაგიარა. ხომ ლეწს ყველაფერს გზად რაც შეხვდება, არის თავნება, გიჟი და ავი, და ყველა ქარი ბოლოს და ბოლოს, მშვიდი ხდება და არის ნიავი. და დღემდე ჩვენში, ნაფერებ ქარებს, სტკივათ სხეული და აქვთ იარა, ვიღაცის ნაცვლად სულ რომ დაგკოცნა, და ასე ცხრა მთა გადმოიარა. თემო ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი