ეს ლექსებიც ვეღარ ათბობს სისხლს ..
ეს ლექსებიც ვეღარ ათბობს სისხლს, ყველაფერი უკუღმართი გახდა. ვერა და ვერ დავანარცხე ძირს ბედი, გულსშემოჩენილი მახრა. მაინც ერთის იმედი მაქვს დიდად- ღმერთი, ხატი, საფიცარი, რჯული... ფათერაკი მუდამ მცდის და მცდიდა- ვერ მიკლავდა სიყვარულის წყურვილს. მაინც ასე შემომიჩნდა მახრა, ცდილობს ფერხთით გამიფინოს ერთობ. მაინც ვდგავარ შეუდრეკად, რახან ვიცი, როგორ მოწყალე ხარ ღმერთო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი