ნუ მკითხავ


ნუ მკითხავ თუ ძმა ხარ, ნუ მკითხავ-
სამშობლოს სატკივარს ვღიღინებთ.
სამშობლოს რომ ლექსებს ვუკითხავთ,
რომ ვაყრით ღიღილოს...
რა შველა, რა ხსნა და შედეგი?!
ლექსმა და სიმღერამ დაღალა.
რომ აღვწერთ სამშობლოს მედეგად?!
ამ დროს კი დაღადრულს.
ჯერ დავზრდით ცხრაძმებს და ცოტნეებს-
ვწირავთ და არაფრის დარდი გვაქვს,
ქართველებს, ყველაფრის მცოდნეებს.
იქვე ვზრდით შადიმნებს.
აკვნებში ჩამწვარი პატარის
სანაცვლოდ ნაყოფში ჩაკლული.
ვიძახით-"არა გვყავს ბადალი"-
ვუთითებთ ჩაკრულოს.
რამდენი სხვის ომში მამაცი,
რამდენი მხდალი და მკვეხარა.
ნაზარეველივით ჯვარს ვაცვით
ტანჯული ქვეყანა.
მოჭრილი მკლავივით სოხუმი
გვტკივა და ცხადას თვალებს ვარიდებთ.
წინაპრის პასუხად ვოხუნჯობთ-
ტირიან სამარიდან.
ნუ მკითხავ ვინ იყო-ვინ არა
სამშობლოს მესაჭე-მეგზევე.
წყალსაც წაუღია მყვირალა
ფუჭი სიმღერა და ლექსები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი