ჰო, ვიცი, ვიცი ჩემზე ახია ..
ჰო, ვიცი, ვიცი ჩემზე ახია, სული დარდებით რადგან მევსება. შროშანებს მაინც არ დამაყრიან გულზე ამოსულ ფერად ლექსებად. ეს სიჯიუტე დამყვა თანმდევად და არ გამოვა სხვა მხრივ ავმღერდე. ცა დაიწევს და ვიცი გამთელავს, რადგან ვამაყობ ცის სიმაღლემდე. ვიცი გამთელავს და ჩემს ოცნებებს ჩამოეშლებათ სუსტი კედლები. დგება დრო, როცა ყველა გეცლება და ღმერთთან უფრო მეტის ვედრებით მიდიხარ, დგები და გიხარია, იჭერ ცხოვრების უმთავრეს მუღამს. პოეზიას კი პირველ სტადიად აღიქვამ, როგორც სიკვდილს და სწუხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი