მაისი 2014


"შენს თვალებში მერცხლები დაფრინავენ"-
დილიდან აკვიატებული ამ ფრაზით
ფრთხილად და ფეხისთრევით შევერევი
მთავარ პროსპექტზე მოძრავ ადამიანებს
ისე, როგორც სიგარეტის კვამლი ჰაერს.
შემხვდება სამი-ოთხი ნაცნობი.
მოვალეობის მოხდით და ზრდილობისთვის
მოვიკითხავთ ერთმანეთს.
არ ვიქნები მთვრალი,
არც ხასიათი მექნება სხვა დროისგან განსხვავებული,
არც ჭუჭყიანი ბოშების დანახვა გამაღიზიანებს,
არც "როკერი თინეიჯერები" მომეჩვენებიან ურიგოებად.

რომელირაც ევროპული ფირმის გაცვეთილკედებჩაცმული,
გაწკვიმპლილი,
ყვრიმალებზე თმემჩამოშვებული,
ყურგახვრეტილი ნაბიჭვარი,
რომელიც მაჯაზე ამოსვირინგებულ
გაურკვეველ ფიგურას "ამარიაჟებს",
მიჭისქვეშა გადასასვლელთან მჯდომ
აკორდიონისტის სკამს ფეხს გამოკრავს,
რამდენიმი მასზე არანაკლებ ნაბიჭვარს გაამხიარულებს
და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდება.
გაივსება კაფეები შუბლისკანგასქელებული, გაზულუქებული მედროვეებით.
არაერთი არატრადიციული მენტალობისა და ორიენტაციის სუბიექტით...
(მე კი  ფეხებზე მკიდია,
რომ ჩემი სიტყვები მათდამი,
არამეგობრულ დამოკიდებულებაშია
ახლახანს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან).

იმოძრავებენ ადამიანები საქმიანი სახეებით.
უსაქმური სახეებით.
იქნებიან ლოთები,
მათხოვრები,
პოლიტიკოსები,
ექიმები,
პოეტები,
მხატვრები,
უამრავი განსხვავებული საქმისა და ცხოვრების ადამიანი...

მთავარ პროსპექტზე არ დაფრინავენ მერცხლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი