მაშინ როდესაც იშვიათად რამე გახარებს ..


მაშინ როდესაც იშვიათად რამე გახარებს,
ბატონებივით რომ ლექსებმა გამოგაყარა-
ქვაფენილები. ტროტუარი. ფიქრი მახრაა.
მორიდებაა, აღარ გინდა აყალ-მაყალი.
სანამ გაჭრიდე გადაზომე ასჯერ, გაკეცე-
სისულელეა ტყუილად ნუ მიკიბ-მოკიბავ.
იმ, თვალებიდან გადმოცვენილ მბჟუტავ ნაკვერჩხლებს
წყალი მიასხი, გადაყარე, ხელი მოკიდე!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი