წვიმები არის ამ სეზონის გრძელი ბალადა ..
წვიმები არის ამ სეზონის გრძელი ბალადა, თავისი გზები უნდა ნახონ ამ დროს ტივებმა. მეც გამოვალ და ამ წვიმას და ტივებს გავატან მირაჟულ ლანდებს, შენ ბავშვივით აგეტირება. ხელისგულები ამტკივდება, ვიცი და ძვალში დამტვრევასავით ჩამივლიან შავ-თეთრ კადრებად ქარტეხილები, ქარიშხლები... არაფერს არ ვშლი გადავწყვიტე და მე ჩემს თავთან ვდგები თავდებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი