გქვია პოეტი


გულის სიღრმეში ურწმუნობის მაინც მომენტი,
წერ და სულმიხდილს გინდა სული სულში ჩაბერო.
გქვია ქართველი, ქრისტიანი, გქვია პოეტი...
იხსენებ წარსულს და უხამებ საახლანდელოს.
(ქუჩა სველია ოთხმოცი წლის თვალების მსგავსად)
შვებას მოელი ყოველი დღის დაღამებაში,
ლოცულობ შენთვის, უფლისთვის და სიმშვიდის ფასად,
ბღერიანივით იქექები სახარებაში.
უხმობ ანგელოზს-ურწმუნობის, მაინც მომენტი,
თვლი ბოლო ხურდებს და ცდილობ რომ დაანაწილო,
სადღაც სულში კი ოცდაათი ვერცხლის მონეტა
გტკივა და ხვდები მეტი რწმენა არის საჭირო

ღმერთთან მისვლისთვის!

გტკივა სამშობლო-ურწმუნობის, ისევ მომენტი,
წერ და სულმიხდილს გინდა სული სულში ჩაბერო,
გქვია ქართველი, ქრისტიანი, გქვია პოეტი...
იხსენებ წარსულს და უხამებ საახლანდელოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი