ისე რა ..
იგივეს თუკი ისევ მკითხავ გეტყვი-"ისე რა". მისერავს ტივი ოცნების ზღვას, დღეა მზიანი. მე ვეღარ შევცვლი ვერც ლექსის და ვერც ბედისწერას, მეც მოკვდავი ვარ მსგავსად ყველა ადამიანის. დრო და წარსული ოცნებას და ფიქრებს კვეცავენ შენზე და აღარც გული კვნესის მკერდში ქნარივით. ქარი ჩაგიბნევს ჩემს მაგივრად თმაში კესანებს და ნოსტალგია მოგაწყდება ნიაღვარივით. ძვირფასო, წლები მალე გავლენ ჩვენც დავბერდებით, ცხოვრება ხშირად ემსგავსება ცივ პროცესიას, სიბერეშიდაც ალბათ ხშირად გაგახსენდები, წლების შემდეგ კი მეც ვეწვევი იმ ეკლესიას, სადაც ჯვარს დაგწერს მღვდელთმსახური, როდესაც ნიკაპს, ყალბ გამოხედვას და სინანულს დაფარავს ფატა.. მე ცოლს მოვიყვან ჩემს მეუღლეს ერქმევა ნინა, ერქმევა ანი, თაკო, თიკა ქეთა ან ნატა.. ან კი, ძვირფასო, სახელს რაღა აზრი აქვს შენთვის, აღარც ვეცდები ხასიათი შემოგიმსგავსო, დღეს შენი ფიქრი უჩემობას ვიცი კვლავ ერთვის, სინანული კი გვიანაა უკვე ძვირფასო, რადგან დრო და წარსული ოცნებას და ფიქრებს კვეცავენ შენზე და აღარც გული კვნესის მკერდში ქნარივით. ქარი ჩაგიბნევს ჩემს მაგივრად თმაში კესანებს და ნოსტალგია მოგაწყდება ნიაღვარივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი