დღეს თოვლმაც ჩემზე შეიმშრალა სველი ხელები
დღეს თოვლმაც ჩემზე შეიმშრალა სველი ხელები, ანგელოზებსაც კი საერთოდ აღარ ვახსოვარ. უფლის წინაშე ლოცვებიდან მოგეფერები და შენც მიჰგვარე ეს გზავნილი ჩემგან მაცხოვარ! დღეს დავიფერთხავ მაჯებიდან ყველა დანარჩენს (დახეთქილ კედლებს გაჰყოლია ბზარი ძარღვებად) და ჩემს ძარღვებს კი, მხოლოდ შენღა თუ გადაარჩენ... ხარბმა წარსულმა რაც წაიღო და რაც წაჰყვება დროს... მე არ ვნანობ და არ ვემდური, არც ბედს, არც ღმერთს ,არც შენ გემდური... მე ვიცი დგახარ ფანჯარასთან ახლა გაყინულ! რად მინდა გული, მაგ ცრემლებით დაამებული?! (მე ჯვარს არ ვცმულვარ ღმერთო მაგრამ ბევრჯერ გამყიდეს!) დღეს სისხლი მდკივა მაცხოვარო, ვიცი შენც ხედავ, ხედავს კედლიდან მომზირალი შენი მშობელიც, მაგრამ არც ვჩივი, არც ვწუწუნებ, არც გავურბივარ... არც ცრემლი მომდის თვალებიდან შეუშრობელი. არა უფალო, მე არ ვამბობ რომ ძლიერი ვარ! პირიქით, ვდგავარ საცოდავად ახლა წინაშე შენს... და ველი, სულის, ამ ფარვანის ამოსვლას ზემოთ- შენს ხელის გულზე მის გათბობას ამ ქარ-ყინვაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი