უსმინე გულის ხმას ..
უსმინე გულის ხმას ზეინაბ, რად აყრი თავს ამდენ რისხვას. ხე ყვავის, წყარონი მღერიან, თავს დარდს ჰგვრი სანაცვლოდ რისა?! შენს სახეს ცივსა და ცრემიანს, შენს სხეულს შესაგრძნობს ქვისად, მიეცი უფლება სილაღის, მიიღე ამ მადლის ღირსად. ბუნება არასდროს გაგწირავს- მიენდე შინაგან ნებას. ცხოვრება წინა გაქვს ყმაწვილ ქალს, დარდისგან ყვავილიც ჭკნება. ამ მდელოს და მაღალ ბალახებს მზე დასწვავს, წაიხვეტს ქარი. ხვალის გზას, ხვალის დღე განახებს. დატოვე, დაეხსენ ჩავლილს. სიყვარულს ვინ წალეკს ტალახით?! (გულს სწრაფვით აძგერებს ვიდრე)- არც შენი მაღალი ალაჰი, არც მისი მაღალი ქრისტე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი