სახალისო
გოგო იყო, სადღაც, თვრამეტ-ცხრამეტ-ოცსმიღწეული, ცამეტ-თოთხმეტ-თხუთმეტ გოგოს შორის გამორჩეული. სილამაზე მას არ აკლდა სიმკვირცხლე და სიცელქე, დავინახე, გავიფიქრე, შენ თუ არ მოგიხელთე!.. შემომხედა, გამიღიმა, ჩამიარა ალმაცერად, მკლავში მივწვდი, მოვაბრუნე, არც მაცია, არც მაცხელა, დაიცათქო, არ წახვიდე, ორი სიტყვა მათქმევინე... ვინ მაცადა, სილა მტკიცა, სული ძლივს მომათქმევინეს. გოგო ხელიდან დამისხლტა, ჩაიცინა კეკლუცურად, (გოგო, მაინც გოგოა და ეს ქცევა არ მეუცხოვა) შორიდან თვალი ჩამიკრა, მწარედ გტკიცე შემთხვევითო, ახლა წავალ სხვა დროს, ალბათ სადმე კიდევ შევხვდებითო. გაიქცა და დაეწია სხვა გოგოებს, წინ წასულებს. ვიმედეოვნებ, ბედის ნავი მასთან ისევ მიმაცურებს, ან ვინ იცის დაქადილი შეასრულოს იქნებ თვითონ, გულში დამრჩა ის სიტყვები-“სადმე კიდევ შევხვდებითო”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი