ლამაზი გოგო მაისის დილა ..


ლამაზი გოგო მაისის დილა
და გაზაფხულის სურნელი თმაში.
მისი მზერა და თვალების წვიმა
ჟრუანტელად რომ დაგივლის ტანში...
ყვითელი კაბა, შრიალა კაბა,
იასამნების რტოების წვენა
პატარა გოგოს წამდე აყვანა
მაისის ცა და მაისის წვიმა.
ხალასი სახე, ნაბიჯი მკვირცხლი
და თვალის ბევრჯერ შევლება თვალში.
ტკბილ მოგონებად დამრჩება, ვიცი,
კეკლუცი გოგო, ჯერ მაინც ბავშვი.
და წლების შემდეგ... და წლების შემდეგ,
გამახსენდება ისევ ეს დილა,
ის გოგო აღარ იქნება ბავშვი,
მაგრამ მრავალი იქნება წვიმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი