ლილი
მოიზომა რამდენიმე კაბა, დილიდანვე ქექავს ლილი გარდერობს. სიყვარულმა გული დაულამბა, პაემანზე მიდის ლილი, ასე რომ: შეიბმია მხრებთან კაბის ღილი, ბაგეს ნაზად გადაუსვა ტუჩსაცხი... უკვე ბავშვი აღარაა ლილი, აღარც მორცხვად არ ჩაივლის ქუჩაზე. ამაყია დილიდანვე ლილი, რადგან სულში ჩაუსახლდა სინათლე, შეარჩია მან თავისი გმირი და სილაღე ამ გმირისთვის მომართა. გამოეწყო, მოემზადა ლილი, რადგან ლილი აღარაა ბავში... შერჩენოდა აღარცერთი ღილი გვიან ღამით დაბრუნებულს სახლში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი