“კარანტინა”
რამდენჯერ გვძლია და რამდენჯერ დავმარცხდით, ყრუ წუთისოფელმა რამდენჯერ აგვატირა?! და როცა ვიფიქრე დამთავრდა აღმართი ოხ, მაშინ მოგვისწრო წყეულმა “კარანტინამ„. ოჰ, რამდენს ვითმენდით?! ოჰ, რამდენს ვწვალობდით?! რამდენჯერ დიეტურ ქარ-ცეცხლში მოვყევით?!- როდესაც შევძელით, გავხდით და ჩამოვდნით ოხ, მაშინ დაფასდა პუტკუნა ლოყები. რამდნჯერ ვიგინეთ?! რამდენჯერ ვიფურთხეთ?! ათწლედში რამდენი ცოდვისგან დავმძიმდით?! დღეს ღმეთი ჭეშმარიტ გზას როგორ გვიკურთხებს, თუ ვეცხლის არ არის კოვზი და ბარძიმი?! ჩვენ მაინც იმედით ვუყუროთ მომავალს. რითმასთვის მჭირდება აქ სიტყვა "მინისტრი". არც ისე მარტივი, თუმც ძმური თხოვნა მაქვს- როგორმე იქნება მიშოვოთ სტილისტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი