ბულბულ-ყვავილა ლექსი
გაზაფხულმა, ქალის ტანზე შესაკერი კაბასავით, მოაზომა და ენძელით გადალამბა სოფელი. დილა მზეს ეკამათება დასტუკება დაგასწარი, მამალი კი დედალს უშლის გულს კარივით მოფელილს. სიამაყით ცა დაჰყურებს, მთა მთასავით დგას ასევე, მეტი თავის მოწონებით ნაკადულობს ნაკადული. უბრუნდება დაშლილ ბუდეს მერცხალი და თავს გვახსენებს, როგორც ძველი სიყვარული დიდი ხნის წინ დაკარგული. ძილბურანში, განაბული წევს და მზის სხივს ეფიცხება, თუმცა მაინც გზაზე გამვლელს დააწია ყეფა მურამ. "ჯერ მარტია, აგერ ნახავ მოვა თოვლი ერთი წყებაც"- მეზობელმა სხვა მეზობელს გადასძახა მეზობლურად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი