სააპრილო


მზემ აპრილს დააფერთხა სხივით სავსე კალთა და
სურნელოვან გაზაფხულს ზედ სველ შუბლზე აკოცა.
ოხ, ეს გული ბოლო დროს როგორ გამითამამდა!
თუ ნებაზე მივუშვი-არ მიმიშვებს ახლოსაც.
გული ფეთქავს, ანუ ცემს, ანუ შუა აპრილია,
მაგ თვალებს და მაგ ტუჩებს გაზაფხულის თვისება
შეუთვისებიათ და არც ისე ადვილია,
როცა ამინდის მსგავსად გულიც ღრუბლით ივსება.
მალე მზე დაცურდება ცაზე ცელქი ციაგით,
ვარსკვლავები კი არა-წვეთი მთვარეც არა ჩანს.
ხელი ხელს და გული გულს, თუ ერთმანეთს მივადგით,
მერე თვითონ უფალი მიგვანიშნებს დანარჩენს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი