წვიმა ასველებს ხეებს და სივრცეს ..
წვიმა ასველებს ხეებს და სივრცეს, წვიმას აბევრებს ცრემლები ქალის, არეულია დღეები ისე, როგორც ოთახი ორპირი ქარით. ქუჩაში ტბორებს ადუღთ შხეფები, მიტოპავს ბავშვი შიშველი ფეხით, მახარებს, მცირედ შენაფერხები, ამ არეული დღეების წნეხი. უქოლგოდ, ქალმა გადაჭრა ქუჩა, სველი, სხეულზე მიკრული კაბით. როგორც ფოთლებში მწიფე ალუჩა- მოჩანდა ქალის მკერდი და ტანი. დროსაც ჰქონია რწმენა და რჯული. (ცაა დაჭრილი წვიმა კი სისხლი) არაფერია იმაზე რთული- გძულდეს გულით და გიყვარდეს ზიზღით. დღეები ისე დაეწყო დღეებს, როგორც ქვირითი ნაპირებს კლდიანს. წვიმა კი ქალაქს ოდნავ აღელვებს, ცა კვლავ განაგრძობს წვიმების სეანსს. დროსაც ჰქონია რწმენა და რჯული. (ცაა დაჭრილი, წვიმა კი სისხლი). არაფერია იმაზე რთული- გძულდეს გულით და გიყვარდეს ზიზღით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი