დილის ექსპრონტი
მიჰყვება რიგი გზის ნაპირებს ტოტშემხმარ ხეთა, თეთრი ფანჯრების კიდეებთან დილა დგას თალხი. ამეკვიატა ღია კადრი, თვალნათლივ ვხედავ, თვალნათლივ ვხედავ- ყურმოჭრილთა ბრბო არის ხალხი. ფანჯრების მიღმა ყოველ დილით იცვლება ხედი, ცოცხლადშერჩენილ ტოტებიდან ფოთლები ცვივა და სამწუხაროდ ასეთია ფოთლების ბედიც- მოვა და ყველას ერთიანად წაიღებს წვიმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი