გახსოვს ძველებური ოდა? ..
(ლექსი რა შუაშია, ჰოდა-ან რა შუაშია ამინდი, მაგრამ რადგან უკვე დავწერე, აღარ წამოვიწყებ თავიდან). გახსოვს ძველებური ოდა? ღელე. წილქვილში რომ დავმინდეთ- ხმელი სიმინდი და მერე, ბილიკს გამოვყევით ჭალიდან. დედის გამომცხვარი-მჭადის გემო-იმ სიმინდით, დაკრული კეცზე. ჩაწოლილი ჭალა. ჭილით მოქსოვილი ჭილობი. გახსოვს? ვღიღინებდით "ჩელას", (ასე ჩვენებურად) "ჩაკრულოს"... თითქოს გადამეხსნა ჭრილობა, ბედმა მონატრებით დამკრულა. ცრემლი წამომადგა ცვილად ვგრძნობ რომ ძვლებში მახრა შემიდგა ხორბლის მარცვლებივით მცვივა ღმერთზე გაშვებული ხელიდან მადლი-იმ დროის იმ მიწის, ობლად დარჩენილი სახლის. ღმერთმაც მიატოვა-ვინ იცის. აღარც ძველი შერჩა სახე. აღარც ბუხარი და კვამლი, აღარც აივანზე მერცხლები. ვდგავარ საკუთარი თავის ზემოთ. ფეხქვეშ მიწა მეცლება. ანუ იმ სახლივით ვარ მეც, მსგავსად მეც კედლები მეშლება და ეს მონატრება მარბევს, როგორც ქვემეხები ეშელონს. სახლსაც დაეღალა სუნთქვა, ღმერთო ერთელ კიდევ მოხედე დრომ კი ნურასოდეს ნუ ქნას რომ არ მომანატროს კოლხეთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი