შენს თვალებში მერცხლები დაფრინავენ ..


შენს თვალებში მერცხლები დაფრინავენ-
უყვართ მერცხლებს თბილი და წყლიანი ადგილები.

...

ქარი არის და ქარი
ალვებს ეგება ფერხთით.
შენ კი ღრუბლების იქეთ
"ცისფერ ღრუბლებში წევხარ".
მე ვეძებდი და (დიდხანს)
აღმოვაჩინე ღმერთი,
ღმერთი რომელმაც ტანში
გამაჟრიალა წეღან...
მე მივდივარ და მრჩება
მხოლოდ წაშლილი კვალი
რადგან ყველაფერს ყავლი
გასდის მანძილზე დროთა.
ძალაგამოცლილ დღეებს,
როცა ლექსივით ჩავლევ,
მაშინ გაუვა მხოლოდ
დაფნაშემოდგმულ ბოლთას.
დალმატინელის ლეკვებს
ემსგავსებიან ფერით-
შავ-თეთრ კადრებად რჩება
დამღად დატყობილ წლებზე.
ყველა დაწერილ, მაგრამ
გამოუგზავნელ წერილს,
ქარს გამოვატან შენსკენ,
რომ მოგახვიოს წელზე.
ქარი ეხვევა ალვებს,
მოსიყვარულე ცოლის
მზგავსად და მისვე ტოტებს
ხელის გულებში ტეხავს
აღმოვაჩინე ღმერთი
განუზომელის ტოლი.
ღმერთი რომელმაც ტანში
გამაჟრიალა წეღან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი