საეჭვოდ იღიმი, ირიბად ..
საეჭვოდ იღიმი, ირიბად, ქრის ქარი, ასრულებს კანტატას. რომანად გცეული მინიმა, მინიმად ბრუნდება თანდათან. რთულსა და იდუმალ ფოლიანტს, ვით ლოცვას გსწავლობ და გზეპირობ. რატომღაც წავედი გგონია, და შენ კი ვერაფრით ხვდები რომ... საეჭვოდ იღიმი, ამრიგად, ტოკავ, თუმც შენს თავში თავსდები. ეს ჩემი ლექსები-”ხანიგა”, ეს ჩემი ცხოვრების “რამსები” მძაფრია, არა თუ ჰაშიში. წამიღებს უდაბნოს სამუმი, ფეხშიშველ, სულსა და ტანშიშველს, ორბიტას გვერდიდან ავუვლით. იწვიმებს, ქარები წავიდა, ღმერთი კი ვინ იცის სად არის. რა უნდა დავიწყოთ თავიდან?! მე ვიცი, მე ვიჭერ თადარიგს. ძვირფასო, მთებს იქეთ მთებია, ზღვებიდან უბერავს ზღვაური. ვერასდროს წამიღებს ხამსინი. მდუმარეც მეხივით ვხმაურობ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი