ღრმა ხარ, ამდენად დამაფიქრები ..
ღრმა ხარ, ამდენად დამაფიქრები. თვალთაგან გცვივა სხივების ჩქერი. ვიცი რომ ჩემი აღარ იქნები, მაგრამ ჯერ მაინც, ჯერ მაინც გჩემობ. შეკრული შუბლი ცივი სიმკაცრით და ხასიათი ურყევად ურჩი მიზიდავს, მაგრამ არ ვარ ის კაცი- დევნა დაგიწყო მუდმივად კუდში. წევს დეკემბერი როგორც ვეშაპი და მალე ალბათ კუდსაც მოიქნევს. ეშაფოტიდან გადაეშვება შენზე ფიქრი და როგორც მოჰიკანს დამტოვებს მარტო... ზამთრის კალაპოტს შეავსებს ეს თვე თოვის სინაზით, რომ აღარავინ ილაპარაკოს ჩემზე შენზე და პოეზიაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი