ალბათ სოფელში იმოსება ახლა ვენახი ..
ალბათ სოფელში იმოსება ახლა ვენახი და ალუჩებს კი კარგა ხნის წინ კვირტი წამოსკდათ. ძმაო ქალაქში ის სიმშვიდე ვერსად ვერ ვნახე, რომელიც სუფევს ჩვენს სოფელში-ვთქვათდა წყაროსთან. ალბათ სოფელში ახლა უკვე მიწის სუნია, დროგამოშვებით გაზაფხულის წვიმას მიელით, მანდ არის ღმერთი, მანდ რწმენაა, მანდ სისრულეა- ამ მხრივ ქალაქი სავსე არის სიცარიელით. ძმაო მივყვები ქუჩა-ქუჩა აპრილის თბილისს, დღეს "მამა დავითს" შევავედრე ჩვენი თაობა. დღეს მთელს სხეულში პოეზია ამივლ-დამივლის და მთელი ჩვენი ბავშვობა და პატარაობა. ალბათ სოფელში ყურადღებას იქცევს ატამი, შენ ძმაბიჭებთან ერთად, ალბათ, ახლა წყაროსთან ზიხარ ბიჭო და მახსენდებით არა მარტო მე. დღეს ცას და მიწას მონატრების სიტყვა წამოსცდათ. 04.2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი