გამოცანა (იუმორისტული)
თავიდანვე გააფრთხილებთ გულანთებულ მეომრებს, ვიტყვი მხოლოდ ერთადერთხელ აღარ გავიმეორებ- შეჭიდებას თუ გაბედავთ ნუ მიჰყვებით ბოლომდე, მას ვერაფერს ვერ დააკლებთ, თავებს გაიბოროტებთ. გააქროლებს თავის ტაიჭს, თუმცა მოგიბრუნდებათ, მასსვე უთქვამს“ყველა ღელე კალაპოტს უბრუნდება“, მოვა არა როგორც მხეცი, არა როგორც ნადირი- დიპლომატი პოეტია ციდან ჩამოვარდნილი. არ გეგონოთ გელაყბებით, ანდა გებაასებით, ასი მგოსნის გონება აქვს- შეიძლება ასობით. ასეთია ბუნებითად, ღმერთმა ხელი დარია, მარა ცოტა შეშლილია, ლექსებმა გადარია. თუ ვერ მიხვდით გამოცანა მე ვისზე წამოვიწყე- ერთსაც გეტყვით მის სუფრაზე ვერაფრით ვერ მოიწყენ. მიგახვედრებთ: ერთი ძმა ჰყავს, ასევე ჰყავს ერთი და. `დევნილია ცხრუკვეთიდან არა აფხაზეთიდან``. ალბათ უკვე გამარტივდა პასუხი გამოცანის, ალბათ უკვე კარტის გახსნის გონივრული დროც არის. აქ მთავრდება ამ გამოსვლის მოკლე რეჩიტატივი, თქვენგან პასუხს ველოდები კრძალვითა და პატივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი