ვარ?


ვარ? :

მოსიარულე მკვდარი ვარ

ძირს დასობილი სარი ვარ

ხით გამოთლილი ფარი ვარ

უსახელურო კარი ვარ

დარბაზში უხმო ტაში ვარ

შუა ზღვაში მომცრო ნავი ვარ,

ისევ და ისევ დავდივარ

რაღაც გაკვალულს გავდივარ

მაგრამ არვიცი რად ვღირვარ

უცხო მიწაზე ვმარხივარ,

სხვისი თვალების ცრემლი ვარ

მუნჯივარ ჩემთვის ვმღერივარ,

ხან ოთხ კედელში ვკიდივარ

ხანაც ჩემს ტვინში დენთი ვარ

ხან ცელიანის მტერივარ

ხანაც ღმერთების გვერდით ვარ

ჩემი არსების ვალი ვარ

ჩემს ლექსებში კი მკვდარი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი