ცხადი სიზმარში


სრული არსებით მოკლული ხანით, ფიქრები სურათს უყვება ბალიშს, ბნელეთში ბნელი არარაობა ყველაფრით ვხვდები მომენტით რა მჭირს


მოგრძო გვირაბში დავდივარ ღამით, ვითარება მეომარს ხატავს, რომელიც ოდიდგანვე იბრძოდა მოყოლებული წარსული დააქვს


რა არ იარა, გამოიარა, ვინ არ ჩაუგდო გული სიღრმეში, მაგრამ რატომღაც ყველა უყვარდა უნდოდა თავი ეგრძნო ვინმეში


კვლავაც ბორძიკობს სისხლით დასვრილი ნახევრად მკვდრედით მოსიარულე, ისევ და ისევ ეძებს სულიერს ტან-სულით მისთვის მოსიყვარულე


დღემდე უცდის ცხოვრების გამყოფს, რომ შუქურამ ახილოს მხდალ სულს, მაგრამ რწმენას არასდროს კარგავს იცის ბუნება გაუჩენს სამყოფს


მას ყოველთვის დროის ჯეროდა, ენდობოდა როგორც მართალი, ერთ დღეს ნათელი შემოაღწევდა  განკურნავდა მოკლულს მაღალი


მოვა დრო და იდარებს მასში არ დაეცემა გვირაბის შუაში, გააღწევს ბოლო ოცნების ვალში  სისხლის წუმპეში ჩაწვება დარში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი