სიკვდილის გენოციდი


მძაფრი ნიავი შენში შეაღწევს ააფრიალებს უტყუარ გრძნობებს, უმოძრაობას ცივი ზამთარი ჩამოაშორებს დამჭკნარ თეთრ ფოთლებს


შენ კი ცხოვრებით დადუმებული დაელოდები ნათელ მომავალს, მზე კი ამაოდ ისევ შეგიპყრობს ვერ გაგინათებს სასრულ ცხოვრებას


დაუკითხავად შენი თვალები ცრემლებში სახეს ისევ დაახრჩობს, მაგრამ ნაკადი არ გედარდება რადგან იცი, რომ გრძნობებს დაადნობს


ბოლოს ცხოვრებამ გადაგიარა, წამითაც ვეღარ იპოვე თავი და გამოჰკარი ცხოვრების სასხლეტს დატოვე შენი უამნკო კვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი