გულისთქმა
გულზე დაღი მკლავს ვეღარ ავიტან, ჩუმად სხეულით შველას ვკივივარ, შავ-ბნელ უფსკრულში გადავარდნილი წვიმის წვეთებთან ერთად ვტირივარ ცოდვებით სავსეს ღმერთთან ვედრებას სულით ტაძარში ისევ ვყვირივარ, ვიაზრებ ცათა სასუფეველში ანგელოზების მძიმე ტვირთივარ გადაწელილი წამების ხვედრი უიმედობის კარგი სინჯივარ, მთელი დროება შემცირებული უსიცოცხლობის დიდი წილივარ სიყვარულისგან დავიწყებული დასახმარებლად ისევ მინდიხარ, ჩემში გადამწვარ უღმრთო მდელოზე თვალისმომჭრელი ვარდის კვირტიხარ ვიცი ცხოვრების დაუნდობლობით, შენთვის იმ დღიდან სუსტი ხიდივარ, მე ჩემს აღსასრულს წერილად ვტოვებ ცივ ოთხ კედელში ნეშტად ვკიდივარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი