უკანასკნელი ხილვა
შენი ცხოვრება კედლებში კვდება ბნელეთის შვილად მოინათლე, მაგრამ სიგიჟე კვიცივით ხტუნავს ტვინში ფიქრად ვერ გაიმართე ყოველდღე შენთან სტუმარი მოდის სიწვრილეს სისხლთან ათამაშებს, შენში ვრცელდება შავი ჭირივით და თეთრ ალპებზე დაგანარცხებს შენი თვალები ეცემა წამად სიქათქათეში გადაგაგდებს, ბუმბერაზიდან ვარდები წლობით და ყვითელ ზღვაში ქვად ჩაგაგდებს შენ კი მიყვები ტალღების თრთოლვას ცუნამი ზევით ამოგაგდებს, მთისკენ მიფრინავ გაშლილი ფრთებით ციდან ქუხილი ჩამოგაგდებს მიწაზე ხოხავ ფრთამოტეხილი სიცილს სიმწრისგან ვერ იკავებ, შენ ბოლოს ისევ ზღვას ეწაფები სიყვითლეს ძალით მიიკარებ. (ხშირი სტუმარი ვენას გისინჯავს უემოციოდ თავს აქნევს, შენში სიკვდილის ავლადიდებამ ჩამოგაშორა თეთრ ალპებს)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი