ქალი


ქალის სილამაზე ღვთაებრივია
და ხშირად უჩენს ჩემს გულს ნაფლეთებს.
ქალის მზერაში რომ ცბიერი სხივია
იგი ჩემს გრძნობებს წამოაფეთებს.
ქალს ერგო ღვთისგან უხვი წყალობანი,
მათზეა შექმნილი არაერთი ფონტი.
ქალზე დაიწერა ბევრი გალობანი,
გადაუშალა სამყარომ ჰორიზონტი.
ქალის სილამაზე შარმი და ხიბლია,
არის მათში რაღაც ველური ავაზების.
არასდროს მავიწყდება ქალი და ბიბლია,
პირველი მიზეზი მათი განაზების.
ქალი იმსახურებს სითბოს შესაფერს,
მას არ ეკადრება სიტყვები უბრალო.
ზოგჯერ ისეც ხდება რომ ვამბობ "ვერაფერს",
ქალის გაჩენისთვის მადლობა უფალო.

თ. შინჯიკაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი