***
ასეთი გვერგო ცხოვრების სრბოლა, ხან გართობაა და ხანაც ბრძოლა. ალბათ რომ შედგა ჩვენი ნათლობა, თავს დაგვაბერტყეს უსამართლობა. ქალს სილამაზე ერგო სასჯელად, კაცს სიყვარული თან სდევს დამსჯელად. მკვეთრი ფერები თვალის საჭრელად, მოვლენილი გვაქვს სულის მტანჯველად. ედემის ბაღის ხაზი გამყოფი, აკრძალულ ხესაც ჰქონდა ნაყოფი. სამოთხე მოგვცა ღმერთმა სამყოფი, სადაც არასდროს არ ვართ ნამყოფი. ადამს რომ ერგო კაცის იერი, ევა მას შემდეგ გახდა ცბიერი. ნიჭი გვებოძა უფლისმიერი და უნდა ვიყოთ, ჩვენ ღვთისნიერი. თ. შინჯიკაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი