ერთხელ სიკვდილი მოვიდა ჩემთან


ერთხელ სიკვდილი მოვიდა ჩემთან,
სახეზე ცრემლის ღარები აჩნდა,
ყინულის ცელი ზურგზე მოეგდო,
სისხლის წვეთები მის ტერფებს ბანდა.

„მიშველე სულო,გრძნობით აღმოხდა,
რატომ მსჯის ზენა,ღვთიური ხელი,
მინდა მომცილდეს ეს წყევლა ჩემი,
ჩამოვირეცხო ცოდვები ძველი“.

შიშმა შემიპყრო, უაზრო ბნედამ,
ვიფიქრე მახე არ იყოს ბნელის,
ვის უნახავს ან დაუჯერია,
მომგლოვიარე სიკვდილის ცრემლის.

ვუთხარ: „გამშორდი,მომცილდი მკვლელო,
განურჩეველად მსვრელო ყოველის,
დიდის,პატარის,მდიდრის,ღატაკის,
შენ მხოლოდ წყევლა-კრულვა მოგელის“.

ბაგე გაუპო დიდმა ტკივილმა,
წამებულსავით აღმოხდა,მიკვირს.
„წავალ და ცოდნას მოგიძღვნი მცირედს,
და მოგითხრობ თუ რამდენად მიჭირს.
	
მეც ერთხელ ხალხთა ფესვი ვიყავი,
შვილი განდევნილ ადამის მოდგმის,
ცხოვრება ჩემი ცოვით გავავსე,
და იგი ახლა ცრემლებად მომდის.

უამრავს სიცოცხლე წავართვი ადრე,
ლუკმა მოვპარე მოხუცს და მშიერს,
სისხლით გავავსე ქვევრები დიდი,
ყურს არ ვუგდებდი ძველ რჩევებს ხნიერს.

როცა მოვხუცდი მოვიდა მსვრელი,
მითხრა ახლა შენა ხარ მმუსრავი,
გადმომილოცა სიკვდილის ცელი,
მაჩუქა წყევლის თავსაბურავი.“

ეს თქვა და გაქრა,როგორც ჩვენება,
გამოღვიძებულს რომ გვეჩვენება,
ალბათ ძეციერს რაღაც ენება,
ეს უცნაური რამ რომ მაჩვენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი