დღეს მე წვიმაში ავიდგი ფეხი


დღეს მე წვიმაში ავიდგი ფეხი,
მოგონებები კვლავ მასველებენ,
ჩემი სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი,
ჩანს გული სევდას ვერ გაანელებს.

ნაცნობ ადგილებს რომ ჩავუარე,
ერთ-ერთ სახლიდან გიჟმა მომძახა,
„იფრინე შვილო ახალგაზრდა ხარ,
სახემტირალი რას ჩამომდგარხარ''.

იმ გიჟზე უფრო გიჟური ქცევით,
წიგნაკს ორიოდ სიტყვა შევმატე,
გზა გავაგრძელე ფეხის მოთრევით,
უცნაურობას გადავამეტე.

შუქნიშანთან რომ მივედი ახლოს,
Déjà vu_მ ძარღვში სისხლი გაყინა,
ეს შუქნიშანი,ეს ტროტუარი,
ძველმა აჩრდილმა აქ მომაცილა.

გზა გავაგრძელე კვლავ ფეხის თრევით,
მარტოსულობამ თავი იჩინა,
სევდაგარეულღიმილმომგვრელმა,
Déjà vu_მ კვლავაც მორთო ყიჟინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი