გამიხსენე


გამიხსენე 
სარკის წინ მჯდარი დამჭკნარი იებით ხელში, 
ცრემლით სახეზე,
სიცარიელის ტალღებით სულში, 
სევდიანი დილის ცის შემყურე, 
ტკვილით სავსე გზაგამოვლილი, 
საკუთარი ჯერის მომლოდინე..

გამიხსენე...
მაშინ, როცა სარკეს შენი გამქრალი ღვთიური სილამაზის არეკვლის ძალა დაეკარგება.
გამიხსენე…
ყველა სასიამოვნო საღამოს, 
გრილი სიოსავით საამური, 
კომპლიმენტების კორიანტელის შემდეგ…
გაიხსენე,
რომ იდგა დრო, და ვიღაც შვილი, 
ქარების უსწორმასწორო ბილიკის მკვიდრი, ვიღაც, ვინც შენში თვალით უხილავს, 
მზერით კი არა - გრძნობით იჭერდა. 
ვიღაც, ვინც მარადიული გრძნობის ჩირაღდნით ხელში, შავ-ბნელ მომენტებს ამ ცხოვრებაში გიფერადებდა. 
ვიღაც, ვინც შენს თვალებს დახუჭვის საშუალებას არ აძლევდა და გაფრთხილებდა, რომ მომავლის პეიზაჟები სამოთხის - ეს ხომ უბრალოდ მირაჟებია. 
*
თუ მაინც გეზი სამოთხისკენ გქონდა, 
მას მზად ქონდა იქ მისასვლელი საფეხურები.
*
აქ ცას სხვა ფუნქცია აქვს, ეკრანია და ზოგჯერ აქედან უფრო კარგად  ჩანს {თითქოს}.

***
დიდი ხანი ვემზადებოდი შეხვედრისთვის, კაცობრიობის ყველაზე დიდი საიდუმლო ახლა ჩემ წინ დგას.
თავი დახარა…
მინდოდა; 
თვალი თვალში გაეყარა და შეეგრძნო ის, 
რაც მე მაგრძნობინა.
არ მიყურებს…
დუმს…
მაგიჟებს…
ვერ ვითმენ…

- ღმერთო, რატომ შეწირე ჩემი ცხოვრობა შენსა შიშებსა? 
გეგონა გიგებდი ბაბილონს? 
ზოგჯერ მგონია, რომ გავიწყდება რისთვის შეგვქმენი, ან იქნებ მითხრა - არის კი სიყვარული, არსი ჩვენი და შექმნის მიზეზი? 
შემომხედე!
- შენ შეგეშინდა, რომ ჩემი გრძნობით ყველაზე დიადს გიტოლდებოდი!
*
ქრის სიო და შენს უხეშ თმას ნაზად ელამურება.
არ შემიძლია ზეციდან შენი ყურება, ბევრად ძნელია თურმე.
დრო კი მკურნალი ყველაფრის {ვითომ}, მხოლოდ მკვლელია, არავის დაინდობს.
შენ ზიხარ მარტო და არ იცი რა მოუხერხო მზის შუქის მიღმა ქვეცნობიერში დალექილ გრძნობებს,
მე კი - მტვრად ქცეულ შენ სილამაზეს ვწმენდ მოჩუქურთმებული დემონის სახეს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი